პარლამენტის წარმომადგენელის იერიში ენათმეცნიერზე - ხმაური და დაპირისპირება საკონსტიტუციოში

31.08.24 14:26
პარლამენტის წარმომადგენელის იერიში ენათმეცნიერზე - ხმაური და დაპირისპირება საკონსტიტუციოში

ხმაური და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში - რუსული კანონის დამცველი პარლამენტის წარმომადგენელი, ქრისტინე კუპრავა სხდომაზე მოწმედ გამოძახებულ ენათმეცნიერს დაუპირისპირდა. 

საჯარო მოხელე, რომელმაც საზოგადოებას თავი სიტყვა „უცხოს“ უცნაური  განმარტებით დაამახსოვრა, პროცესზე მისულ მოწმეს ჯერ განმარტებებს სოციალურ  ქსელში დაწერილი სტატუსების გამო სთხოვდა, შემდგ კი მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა.

ქალბატონი მარინა თავის გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ ის ობიექტურ დასკვნას დადებდა. ჩვენ შეკითხვები დავუსვით, გამოუყენებია თუ არა სიტყვები: მოღალატე, ღალატი და მინდა სასამართლოს და არა მხოლოდ სასამართლოს, საზოგადოებას ამოვუკითხო ქალბატონი მარინას მოსაზრებები, რომელიც საჯაროდ გამოქვეყენებულა. 

რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების საფრთხის წინ, "მაგრამ" და "თუმცა" არ იწერება და  ყველა ტექსტი ამ ყველა წესით შერულებული, შეიძლება ჩანაცვლდეს სიტყვით "ღალატი" და ყველა ასეთი ტექსტის ავტორის მეტსახელია "მოღალატე". 

მეტიც, ის ამბობს, როგორ გვყვარებია თურმე ეს 84 და როგორ გვდომებია მათი გადარჩენა. მოღალატეთა და უცხო ქვეყნის გავლენათა გამტარებელი რეესტრი თავად შექმნეს. თქვენ არ გეკუთვნით ეს სიტყვები, ქალბატონომ, მარინა?  ჩვენ გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ, ვისთან გვაქვს საქმე და ეს ადამიანი, რამდენად შესაძლებელია ობიექტურ დასკვნას აკეთებდეს. 

ეს ქალბატონი, ვიქტორ ჯაფარიძის მისამართით წერს, ვინც ამ კაცის ფინანსური ინტერესები გამჭვირვალე გახადა, ის იქნება უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებელი და წმინდა რუსული "პოსტივის" 52 %-იანი წილის მფლობელია რის ვინ?... ანუ ქალბატონი მარინას პოსტებთან დაკავშირებით, შემიძლია მრავალგზის გავაგრძელო. ეს არის საზოგადო მოსაზრებები, საზოგადო პოსტები და კიდევ ერთხელ ვუსვამ მას კითხვას, თქვენ გამოგიყენებიათ სიტყვები - მოღალატე და ღალატი?

თქვენ იცრუეთ თუ არა სასამართლოს წინაშე, როდესაც თქვით, რომ სიტყვები - მოღალატე და ღალატი არ გამოგიყენებიათ? - უთხრა ქრისტინე კუპრავამ ლინგვისტს.

საბოლოდ, სიტუაცია მოსამართლე მერაბ ტურავამ განმუხტა და კითხვა მოხსნა. 

ჩემთვის ეს კითხვა მოხნილია. საზოგადოებასაც აქვს იმის საშუალებას, რომ დაგუგლოს, ნახოს, წაიკითხოს. სასამართლოსთვის რელევანტურია ის პოზიცია, რაც მხარის შაუმდგომლობით მოსულმა ექსპერტმა, ენათმეცნიერმა ჩვენს თვალწინ დააფქისირა. ხოლო მისის ამართლებრივი მნშვნელობა, გათვალისწინება ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მისი წარსული გამონათქვამების გამო, ჩვენ ქალბატონი მარინას მიერ გამოხატულ პოზიციას ეჭვქვეშ და ჩრდილქვეშ არ ვაყენებთ", - თქვა ტურავამ. 

მარინა ბერიძემ კი მისი პოსტები განმარტა და თქვა, რომ რუსეთის კონტექსტში სიტყვა "ღალატს" და მოღალატეს" აუცილებლად კიდევ მრავალჯერ გამოიყენებს. 

"მოღალატე" როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა, 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, ამიხსენით, როგორ არ უნდა გამომეყენებინა. მე ეს სიტყვა გავიგე ისე, როდესმე მქონია თუ არა საშუალება, პირისპირ საუბრში ვინმესთვის მეთქვა "მოღალატე", კიდევ ბევრჯერ გამოვიყნებენ, როგორც ჩანს", - თქვა მარინა ბერიძემ.

დღეს რუსული კანონის განხილვის ბოლო ეტაპია. მოწმის გამოკითხვის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, შემდეგ კი მოსამართლეები სათათბიროდ გავლენ და საბოლოო ევრდიქტამდე, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის აღსრულება,  გადაწვეტილებაზე ისმჯელებენ.