დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები მხდალ, მატყუარა, გაიძვერა ხელისუფლებას არაფერს აპატიებენ - ბუღაძე

05.09.24 13:33
დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები მხდალ, მატყუარა, გაიძვერა ხელისუფლებას არაფერს აპატიებენ - ბუღაძე

"დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები მხდალ, მატყუარა, გაიძვერა ხელისუფლებას არაფერს აპატიებენ" - ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, როცა, მოქალაქემ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ დავით მათიკაშვილს "მონა და სამშობლოს გამყიდველი" ეძახა.

როგორც მხატვარი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველ ხალხს ვერსად დაემალებიან და საზოგადოებისგან საკადრის პასუხს ყოველთვის მიიღებენ. 

შეიძლება, ვიღაცა მართლა დააფრთხო, რაღაც მოსთხოვო, კომფრომისზე წამოეგო, კაპიკებზე წამოეგო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქართველი საკუთარი ტრადიციით, ისტორიით, წარმოდგენით არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და ამაყი ადამიანი. ამაყი ადამიანები არ აპატიებენ მხდალ, მატყუარა, გაიძვერა ხელისუფლებას და ყოველთვის შეხვდებიან ამ მხდალ, გაიძვერა, მატყუარა ხელისუფლებას და ყოველთვის შეხვდებიან ქუჩაში, აეროპორტში, ტრანპოსრტში, სადაც არ უნდა იყვნენ, შეხვდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს პირდაპირ ეტყვიან", - ამბობს გია ბუღაძე.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს.  

ასევე ნახეთ: