შსს ოპოზიციონერის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო "ძლიერი საქართველოს" წევრის, ვუსალ კაიბოვის დაკავაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1993 წელს დაბადებულ კაცს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში "ძლიერი საქართველოს" წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია კოლიციის ლიდერმა, საბა ბუაძემ გააჟღერა. კოალიციაში მხარდამჭერის დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.