"ბატონ ირაკლის ვურჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ჩვენს ეთერს უყუროს" - "შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტის პასუხი ზარქუას

14.09.24 16:16
"ბატონ ირაკლის ვურჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ჩვენს ეთერს უყუროს" - "შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტის პასუხი ზარქუას

"ბატონ ირაკლის ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ჩვენს ეთერს უყუროს" - ასე პასუხოს გამომძიებელი ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი ირაკლი ზარქუას "ნოდარ მელაძის შაბათზე" მიტანილ იერიშს. 

ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი ზარქუას სიძის, ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერზე და სახელმწიფოსგან აღებულ მილიონ ლარზე საუბრობს და ამბობს, აღებული თანხის მიუხედავად, გურიაში ბაღები აშენებული ამ დრომდე არ არის. 

ბატონ ირაკლი ზარქუას ვურჩევთ, რომ ჩხუბის ნაცვლად სიმშვიდე შეინარჩუნოს და მის სიძეს სთხოვოს, ჟურნალისტებთან გამოჩნდეს და კომენტარი გააკეთოს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ეხება სწორედ აუშენებელ საბავშვო ბაღებს გურიაში. მშობლებსაც, იმის შესაძლებლობა არ ეძევათ, რომ ახალ სასწავლო წელს ბავშვები ახალ ბაღებში მიიყვანონ, კილომეტრობით მანძილი უნდა დაფარონ მათ. სწორედ ამას ეხება ჟურნალისტური გამოძიება. ალექსანდრე ამისულაშვილმა, ზარქუას სიძემ მოიგო ტენდერი. მას უნდა აეშენებინა 8-ზე მეტი ბაღი გურიის რეგიონში, თუმცა ახლა იქ საბავშვო ბაღები არ არსებობს. მან როდესაც კომპანიის სათავეში იყო, წინასწარი ავანსის სახით სახელმწიფოსგან აიღო მილიონ ლარზე მეტი, თუმცა ეს კომპანია გაასხვისა სხვა ადამიანზე 0 ლარით. სწორედ ამას ეხება ჩვენი ჟურნალისტური გამოძება. ასე რომ დაელოდეთ, 8 საათზე ნოდარ მელაძის შაბათს და ბატონ ირაკლის ვთხოვ, უყუროს ჩვენს ეთერს", - აცხადებს თამთა დოლენჯაშვილი. 

"შაბათის" ეთერის დაანონსებული გამოძიება, რომელსაც ზუსტად რვა საათზე "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავთ, ირაკლი ზარქუას "ტვ პირველზე" იერიშის საფუძველი გახდა. 

ზარქუა ამტკიცებს, რომ მისი სიძის კომპანიაზე "შაბათის" ეთერი დეზინფორმაციას ავრცელებს.