წყაროს დასასხელებას არ ვაპირებ - ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში იკითხება

18.03.21 12:43
წყაროს დასასხელებას არ ვაპირებ - ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში იკითხება

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სკანდალურ ადიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურიტურისთვის წყაროს დასახელებას კვლავ არ აპირებს. მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბარლდებას აინტერესებს როგორ მოიპოვეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღნიშნული ჩანაწერები, თუმცა მსგავსი შინაარსის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ის არ აპირებს. 

არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება, ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები მათ, რომელიც დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში, - აცხადებს მელაძე. 
 

ნოდარ მელაძე ამ წუტებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. საქმე ეხება სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, რომელიც ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა და მასში ბერა ივანიშვილი და "ოცნების" მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.  

მსგავსი სიახლეები