პირველი ინტერვიუ გიორგი შანიძესთან, რომელმაც გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა
პირველი ინტერვიუ გიორგი შანიძესთან, რომელმაც გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი "პირველებთან" აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა "პოლიტიკურმა სარჩულმა" განაპირობა.
N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა გიორგი შანიძემ პირდაპირ თქვა, რომ იგი გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო დაისაჯა.
რუსული კანონის მოწინააღმდე აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისტორიის სწორ მხარეს დგას.
პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. მიხარია. ჯერ ცოტა შოკში ვარ. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან დაკავშირებული ვიყავი და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ამ ყველაფერს. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, გინდაც იმ ერთი მუხლით, ან მეორეთი, სავარაუდოდ, პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო, რომ პოლიტიკური ელფერი სდევდა და მე ოპოზიციის მხარეს ვირჩევ, ამის გამო დავისაჯე და მაგიტომ მომიშალეს ოთხი წელი.
ეს ამათი მეთოდებია და ყოველთვის ეგრე იქცევიან. თითქმის ყველა მასშტაბურ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დავუჭერივარ ადრე. არ გამიგია, რომ პრეზიდენტმა გამათავისუფლა. ამას ველოდი, რომ შემიწყალებდა, მაგრამ საკანში მითხრეს 10 წუთის წინ, რომ თავისუფალი ხარო.
სათქმელი ის არის, რომ მისი მხრიდან სწორი პოზიცია არის. მხარდაჭერა იგრძნობა და ისტორიის სწორ მხარეს დგას.", - ამბობს გიორგი შანიძე.
გიორგი შანიძე თავისუფალია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 20 სექტემბერს შეიწყალა.
გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.