მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

20.09.24 21:25
მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

თბილისი საქალაქო სასამართლომ მოდელისა და ტელეწამყვანის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა 26 წლის კაცს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რატომ გაიმეტა მეგობარი ქალი.

ჯაიანის წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ცნობილია, მისი პოზიცია. ადვოკატის თანახმად, ჯაიანი გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე სასამართლოს ანდობს.

ცნობისთვის, მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

"პირველების" ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯაიანი მასთან სახლში მივიდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.