ჩემი დაკავება სადამსჯელო ოპერაცია იყო... დიდი მადლობა პრეზიდენტს! - გიორგი შანიძე
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, გიორგი შანიძე მის პატიმრობას სადამსჯელო ოპერაციად აფასებს და ძალიან დიდ მადლობა უხდის პრეზიდენტს შეწყალებისთვის და სწორი პოზიციისთვის.
შანძე, რომელმაც გლდანის ციხე გუშინ ღამით დატოვა, "პირველებთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ აქციებზე დგომისა და სამოქალაქო პოზიციისთვის დასაჯა.
საკანში ტელევიზორს ვუყურებდი, მოვიდა ოფიცერი და თავისუფალი ხარო. იმედი მქონდა, მაგრამ ასე უცებ არ ველოდი. ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი დაკავება იყო სადამსჯელო ოპერაცია და მაგიტო გამოიყენეს ჩემს მიმართ პატიმრობა. ხელისუფლებამ აქციებისთვის და სამოქალაქო პოზიციისთვის დამსაჯა და იმისთვის, რომ მინდა, საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. პრეზიდენსტ ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი, პირველ რიგში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ დროს, სწორ მხარეს დგას და ამისთვისაც დიდი მადლობა. ისევ ისე გავაგრძელებ ცოხვრებას, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა",- ამბობს გიორგი შანიძე.
გიორგი შანიძე თავისუფალია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 20 სექტემბერს შეიწყალა.
გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება გუშინ ღამით დატოვა.