"ტვ პირველიდან" გავიგე, რომ ჩემი შვილი თავისუფალი იყო... სიზმარივით დაგვადგა თავს" - გიორგი შანიძის ოჯახი
გიორგი შანიძის მამამ "პირველების" ეთერიდან გაიგო, რომ მისი შვილი თავისუფალია. აქტივისტის მშობელი პრეზიდენტს მადლობას უხდის სწორი პოზიციისა და მისი შვილის შეწყალებისთვის.
ველოდით, მაგრამ ასე სწრაფად არა. საღამოს 8 საათზე, თქვენი ტელევიზიიდან ვნახეთ გიორგის გამოსვლა და ძალიან ძალიან გაგვიხარდა. პირველ რიგში, დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს. ვგრძნობ რომ სწორ მხარეს დგას და ამ თავისი აქტით, ის უჩვენებს სხვებსაც, რომ სახელმწიფო ჰუმანური უნდა იყოს და სასამართლო სამართლიანი", - თქვა მამამ.
გიორგი შანიძის გათავისუფლება ოჯახისთვის მოულოდნელი იყო - რუსული კანონის მოწინააღმდეგ აქტივისტის დედა ამბობს, რომ შვილი სიზმარივით დაადგა თავს.
ისეთი ემოცია მქონდა, ვერც წარმოიდგენთ. ნუთუ მართლა ახლა ვნახავ, ნუთუ ჩავეხუტები. რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე, რომ გიორგი მოვიდა და მომეხვია და ისეთი მოულოდნელი იყო და მართლაც ასე მოხდა. მართლაც მოულოდნელი იყო. სიზმარივით დამადგა ტავს. ვერც ვიჯერებდი, ნუთი ასე სწრაფად მოხდა. უბედნიერესიო ვარ, რომ ვნახე და კარგად არის", - ამბობს დედა.
გიორგი შანიძე თავისუფალია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 20 სექტემბერს შეიწყალა.
გიორგი შანიძემ N8 პენიტენციური დაწესებულება გუშინ ღამით დატოვა.