საქართველოს პრეზიდენტი კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. სალომე ზურაბიშვილი მოკლული ტრანსგენდერი ქალის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ზურაბიშვილი ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც ხელისუფლებიდან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
აბრამიძის მკვლელობას საქართველოს პრეზიდენტი იმავე დღეს გამოეხმაურა.
"ტყუილად არ უნდა ჩაიაროს ტრაგედიამ!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.