საქართველოს პრეზიდენტმა ვაქცინაცია ჩაიტარა

ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიას პრეზიდენტიც უერთდება. სალომე ზურაბიშვილი კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით ინფექციურ კლინიკაში ამ წუთებში აიცრა.
გვსურს, მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ და ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.