პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი - ქორიძე "ოცნებას"
პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი - ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე "ოცნების" დაშინების კამპანიას და ქალაქში გაჩენილი ახალ ბანერებს.
ქორიძე ამბობს, რომ "ოცნება" თავის საარჩევნო კამპანიას უკრაინის და უკრაინელების უმძიმეს განსაცდელზე აგებს, რაც მისი თქმით, არც ქართულია, არც უკრაინული და არც ცივილიზაციური.
როგორ შეიძლება, რომ აი ამ უმძიმეს კადრებზე, აი ამ უმძიმეს განსაცდელზე, რომელიც აქვს უკრაინულ საზოგადოებას და რომელიც აქვს უკრაინელ ხალხს, ააგო შენი საარჩევნო კამპანია აქ, საქართველოში. აქვს პოლიტიკას თავისი ზნეობის საზღვარი. ჩვენ ვსაუბრობ, რომ რაღაცა იგეგმება "ფეესბეს" კაბინეტებში, რაღაცა იგეგმება რუსეთის "ველიკო დერჟავუ" პოლიტიკაში, ეს არის, სხვა განყენებული კატეგორიები კი არ არის, ასეთი პლაკატები იქმნება, ასეთი მესიჯები იწერება. ეს არის ანტიქართული, ეს არის ანტიუკრაინულიც და ეს არის ანტიცივილიზაციური საარჩევნო კამპანია". - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.
საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს "სამარცხვინოს" უწოდებს.