(ხელისუფლება) ეროვნულ ბანკსაც საარჩევნო და კამპანიური ინტერესებისთვის იყენებს - თაზო დათუნაშვილი
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები ელვის სისწრაფით უფასურდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი ეროვნულ ბანკს საარჩევნო და კამპანიური ინტერესებისთვის იყენებს.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა გახდა დახშული სივრცე, რაც კატასტროფის მომტანია ქვეყნის რეპუტაციისთვის.
საქართველოს მონეტარული პოლიტიკა, ნათია თურნავას ხელში, გახდა დახურული, დახშული სივრცე, რაც არის კატასტროფა საქართველოსა და მისი რეპუტაციისთვის.
ვალუტის გაყიდვა იმისთვის, რომ ლარის კურსი იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში დასტაბილურებული და არ გაექცეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ეროვნულ ბანკსაც იყენებენ საარჩევნო და კამპანიური ინტერესებისთვის“,- აცხადებს დათუნაშვილი.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები ელვის სისწრაფით უფასურდება. სახეზეა საშუალოდ 16 პროცენტიანი გაუარესებაა და მილიარდობით ზარალი. ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც რუსული კანონის მიღებისს პერიოდში.
პარლამენტის დეპუტატ, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად რეზერვებიდან დამატებით ათეულობით მილიონი დოლარი გაყიდა.