სანქციები და პოლიტიკური სიტუაცია - რას უკავშირებს გიორგი რუხაძე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურებას
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურებას სანქციებს უკავშირებს და ამბობს, რომ ბანკები სერიოზული დარტყმების ქვეშ არიან, როდესაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ.
რუხაძე მიიჩნევს, რომ “ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია და პლუს წნეხი ბანკებზე, იწვევს გარკვეულ უნდობლობას და ეს მოქმედებს აქციონერებზეც“.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იმ ქართული ბანკების აქციები, რომელბიც ივაჭრებიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 16 პროცენტითაა დაცემული, რაც 2 მილიარდ 2 მილიონი ლარია, ანუ ორივე ბანკმა, ერთი თვის განმავლობაში ეს თანხა იზარალა. აქციების ფასები გაუტოლდა, რუსული კანონის პროტესტების დროს რომ დაცემული იყო, იმ ფასებს.
სანქციებმა იმოქმედა, იმიტომ რომ ბანკები სერიოზული დარტყმების ქვეშ არიან, როდესაც, საერთაშორისო სანქციების საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. ქართული ბანკების მხრიდან საბანკო საიდუმლოების ასე მარტივად მიწოდება, სახელმწიფო ორგანოებისთვის, ხშირ შემთხვევაში კანონის დარღვევით, ჯამურად ეს ყველაფერი - სიტუაცია პოლიტიკური და პლუს წნეხი ბანკებზე, ჩემი გადასახედიდან, იწვევს გარკვეულ უნდობლობას და ეს მოქმედებს აქციონერებზეც. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არის სტაბილური ვარდნა“,- ამბობს რუხაძე.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები ელვის სისწრაფით უფასურდება. სახეზეა საშუალოდ 16 პროცენტიანი გაუარესებაა და მილიარდობით ზარალი. ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც რუსული კანონის მიღებისს პერიოდში.
პარლამენტის დეპუტატ, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად რეზერვებიდან დამატებით ათეულობით მილიონი დოლარი გაყიდა.