ქურდობა ქობულეთში - საცხოვრებელი ბინიდან 15 ათასი ლარი მოიპარეს

18.03.21 14:58
ქურდობა ქობულეთში - საცხოვრებელი  ბინიდან 15 ათასი ლარი მოიპარეს

ქურდობა ქობულეთში - ხუთსართულიან კორპუსში, ცეცხლაძეების ბინიდან 15 ათასი ლარი მოიპარეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. შინ დაბრუნებულ ცეცხლაზეებს რკინის კარი გატეხილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიცია დამნაშავის კვალს ეძებს.