ფიზიკურად არ მივუშვი იქამდე - დაზარალებული გოგი წულაიაზე

18.03.21 15:15
ფიზიკურად არ მივუშვი იქამდე - დაზარალებული გოგი წულაიაზე

დაზარალებული ა.დ. გოგი წულაიასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს.  1979 წელს დაბადებული ა.დ. ამბობს, რომ მას წლებია, მეგობრობა აკავშირებს პოლიტიკოსთან და მისთვის მოულოდნელი იყო ის ქმედება, რაც წულაიამ ჩაიდინა.

 ყველანაირად ვეცადე, რომ როგორმე თავი დამეცვა. რადგან შარვალი მეცვა და შარვლის გახდამდე ვერ მივიდა, შესაბამისად, არ მოხდა ამ მუხლით  საქმის აღძვრა. რადგან კომენდანტის საათია, იძულებული გავხდით, რომ თავშესაფარი გვეპოვა და სადმე შევსულიყავით. მე დარწმუნებუი ვიყავი, მე ბატონი გოგი და ეს ჟღენტი, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მომცეს გასაღები და აბრძანდიო და ჩვენ ვიყიდოთო სურსათს და ამოვიტანთო, დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგისთან ერთად ამოვიდოდა ლევანიც და ერთად ვიქნებოდით. ბოლოს, რომ მარტო ბატონი გოგი ამოვიდა,  ცოტა კი გამიკვირდა, ვიფიქრე, სად წავიდა-მეთქი, მაგრამ იმის შიში, რომ რაიმე საფრთხე მელოდა, არც მქონია და არც ვიფიქრებდი, იმიტომ, რომ წლების მეგობრობა და გადასარევი ურთიერთობა გვაკავშირებდა - აცხადებს დაზარალებული ა. დ.

გოგი წულაია ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადვოკატი ვალერი გელბახიანი აღნიშნავს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მის კლიენტს მოუწყვეს.  გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს, მან  დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.