მეწყერის საფრთხე თბილისში - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

18.03.21 15:33
მეწყერის საფრთხე თბილისში - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მეწყერ საშიში ფერდობი თბილისში - ოპოზიცია დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მაჭავარიანის ფერდობზე მეწყერული პროცესების შესახებ  კახი კალაძემ ნახევარი წელიწადია იცის, თუმცა ამ ამბავს თბილისის მერია მალავდა. მისი თქმით, კალაძე მას შემდეგ გააქტიოურდა, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა. 

ეს პროცესები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მეწყერზე კიდევ უფრო საშიშია ის უცოდინრება, უპასუხისმგებლობა და ფეხებზე  დაკიდება, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“ და პირადად კალაძეს.  მერიამ სექტემრიდან, ნახევარ წელზე მეტია იცია, რომ იქ გააქტიურებულია მეწყერული პროცესები, ნახევარ წელზე მეტია უკვე აი, ეს მძიმე ნაპრალების არსებობს შესაბამის მონაკვეთზე თბილისის მერია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გახდა საჯარო, აცხადებს, რომ ახლა მოიწვევენ სპეციალისტებს და ახლა დაიწყებენ გამაგრებას. პირადად მერი, შესაბამისი მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები არიან პასუხისმგებლები მინიმუმ იმ ათეულობით მილიონ ზარალზე, რომელსაც მიიღებს ქალაქი, - აცხადებს აბესაძე.

საფრთხეს დედაქალაქის მერიის მერიის მრჩეველი კომპანიის წარმომადგენლებიც აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი მაინც არ არის. 

მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა ისეთი საგანგაშო. განსხვავებით ვერის ხეობისგან, იქ დაცურების კუთხე გაცილებით უფრო ციცაბო იყო. პანიკა მოვხსნათ, - ამბობს კომპანიის წამომადგენელი. 
 

 ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში მდგომარეობაა. მაჭავარიანის ფერდობზე მიწას  ბზარები გაუჩნდა.  ადგილობრივ მაცხოვრებლებს  საფრთხე განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ემუქრება, რადგან წვიმა  მეწყრულ პროცესებს ხელს უწყობს. სპეციალისტები და სეისმოლოგები მეწყერის გამომწვევ მიზეზად არსწორად წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ.