რაჟდენ კუპრაშვილი TI-ს გადაწყვეტილების ფურცელს არ აძლევს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ამ დრომდე არ ჩაბარებია რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რითაც ანტიკორუფციულმა ბიურომ 24 სექტემბრის აქტი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის და ეკა გიგაურისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების დადგენილება გააუქმა:
რაჟდენ კუპრაშვილი გადმომეცით ოფიციალურად გადაწყვეტილება, რითაც გააუქმეთ 24 სექტემბრის აქტი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის და ჩემთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების დადგენილება. მოგმართეთ და არ გვეუბნებით როდის გადმოგვცემთ ან საერთოდ გადმოგვცემთ თუ არა!"- წერს TI-ის დირეატორი.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით 1 ოქტომბერს მიმართა.