"ივანიშვილის მთავრობა მამა-მარჩენალ საზოგადოებასთან ღია და უხეშ დაპირისპირებაზე წამოვიდა" - ემიგრანტი

08.10.24 13:47
"ივანიშვილის მთავრობა მამა-მარჩენალ საზოგადოებასთან ღია და უხეშ დაპირისპირებაზე წამოვიდა" - ემიგრანტი

რამდენი ემიგრანტია საკონსულო აღრიცხვაზე? - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება, მიიღო თუ არა საბოლოო მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროდან. როდესაც საგარეო მონაცემებს გადასცემს ცესკოს, სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისია, გაიხსნება თუ არა დამატებითი უბნები საზღვარგარეთ. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა მათთან ღია და უხეშ დაპირისპირებაზე გადავიდა. სწორედ ამიტომ უცხოეთში გადახვეწილი საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბრისთვის უპრეცედენტო მობილიზაციას აცხადებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ. 

"გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ ამ აქციების და ივანიშვილის სასამართლოს გზით, არამედ საერთაშორისო ტრიბუნებიდან" - აცხადებენ ემიგრაციაში მყოფი ქართველები.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა წამოვიდა უკვე ღიად საქართველოს მამა-მარჩენალ საზოგადოებასთან, ანუ ემიგრაციასთან ღიად და უხეშად დაპირისპირებაში. მათ სამჯერ შეტანილი სარჩელი, რომ გაეხსნათ დამატებითი უბნები არ დაგვიკმაყოფილეს. გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ ამ აქციების და ივანიშვილის სასამართლოს გზით, არამედ საერთაშორისო ტრიბუნებიდან. ემიგრაციაში ასეთი ფუსფუსი, როგორც დღეს არის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. დღეს აქტიური და არააქტიური ადამიანიც ჰიპერაქტიურია და მოვახერხებთ რამენაირად, რომ არჩევნებზე წავიდეთ", - ამბობს ემიგრანტი. 

თუ რეგისტრირებული ემიგრანტების რაოდენობა 3000-ს გადააჭარბებს, ცესკოს ვალდებულება აქვს, რომ დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნისკენ ცესკოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმაც მოუწოდა. 

როგორც პრეზიდენტი აცხდებს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს რომელიმე ქართველ ემიგრანტს გარკვეული სახის პრობლემა შეექმნება, ამაზე პასუხისმგებელი როგორც ცესკო, აგრეთვე საკონსულოები და საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება. 

"ემგიდის" ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე უპრეცედენტო რაოდენობის ემიგრანტი დარეგისტრირდა - ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ბოლო 10 დღეში 23 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. 

მსგავსი სიახლეები