ვაქცინაციის პირველი უარყოფითი შედეგი

18.03.21 16:34
ვაქცინაციის პირველი უარყოფითი შედეგი

ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად 27 წლის მედიკოსი, მეგი ბაქრაძე,  კომაში ჩავარდა. იმედის კლინიკაში მან ასტრა ზენეკას ვაქცინა გაიკეთა. გარდაცვლილის ახლობლებმა მინები ჩაამსხვრიეს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, სანამ საქმის დეტალურ შესწავლას არ მოახდენს. 27 წლის მედიკოსს რამე თანმდევი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენისნებოდა. დავით მაისურაძე, კლინიკა ,,იმედის" დირექტორი ადასტურებს, რომ ექთანს ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთში დაეწყო პრობლემები, მედიკოსი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა, რომ გადაიყვანონ თბილისში,
 

უკიდურესად იშვიათ მოვლენასთან გვაქვს როგორც ჩანს საქმე, თუმცა არის ძალიან იშვიათად ე.წ. ანაფილაქსიური რეაქცია ჰქვია, ანუ ალერგიულია რეაქცია. მისი მართვა ასე, თუ ისე კარგად იციან ჩვენმა ექიმებმა, ასევე შესაძლებელია გულყრა - აცხადებს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.

27 წლის წლის მედიკოსი, მეგი ბაქრაძე,  უკვე სამი საათია, რაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.