"ოცნება" კრიტიკული მედიების წინააღმდეგ - პროცესი მარეგულირებელ კომისიაში დღეს გაიმართება

09.10.24 11:32
"ოცნება" კრიტიკული მედიების წინააღმდეგ - პროცესი მარეგულირებელ კომისიაში დღეს გაიმართება

"ოცნება" კრიტიკულ მედიებს ისევ უჩივის. ივანიშვილის პარტია ცდილობს „ტვ პირველი“ „მთავარი“  და „ფორმულა „ აიძულოს ეთერში გაუშვან რუსული პროპაგანდისტული, მანიპულაციური  და არაეთიკური ვიდეო რგოლი, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები და კადრებია გამოყენებული.

დამოკიდებელმა მედიასაშულებებმა უარი რეჟიმს ამ ვიდეო რგოლის გაშვებაზე ერთობლივად უკვე უთხრეს, ახლა პროცესი მარეგულირებელ კომისიაში ინაცვლებს, რომლსაც „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისთვის სოლიდური ჯარიმების დაკისრებას თხოვს. სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 12 საათზეა ჩანიშნული. 

თვენახევრის განმავლობაში შესულია მეოთხე საჩივარი მხოლოდ "ქართული ოცნების" მხრიდან სამი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. სამ მათგანზე უკვე დარღვევა დადგინდა. მეოთხე იქნება დღესდა 101%-ით უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კომისიის ვერცერთი წევრი ვერ გაბედავს თქვას, რომ ეს რგოლი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და მაუწყებლები მოიქცნენ სწორად, როდესაც ის არ განათავსეს ეთერში, ვერცერთი წევრი ვერ მოიძებნება ასეთი. შესაბამისად კიდევ ერთი ჯარიმა გვექნება სავარაუდოდ. ეს არის გზა იმისკენ, რომ მაუწყებელმა შეწყვიტოს საქმიანობა და ვიდრე საქმიანობას შეწყვეტს მიიღოს დიდი ფინანსური ზეწოლა, როემლიც აისახება ყოველდღიურ საქმიანობაზე", - ამბობს "ტვ პირველის იურისტი". 

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კლიპში უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.  

"ოცნების" ბანერებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, "სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" უწოდა.

"ტვ-პირველმა" "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.

 

მსგავსი სიახლეები