ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, პრობლემურია - იმნაძე

09.10.24 13:57
ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, პრობლემურია - იმნაძე

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, პრობლემურია.

იმნაძე "პირველებთან" საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიზირების მასშტაბზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებბა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, ცხადია პრობლემური არის. თუმცა, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვიცით, პოლიტიზირების იმ მასშტაბის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს. სასამართლომ ახლა უკვე ზუსტი შინაარსები ამოკრიბა, რომელ შინაარსებზეც იმსჯელებს, ანუ სადაო კანონის ზუსტ იმ პუნქტებზე, რომლებსაც სასამართლოს შეფასებით აქვს მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან და შესაძლოა, არღვევდეს ამ ნორმებს. ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი მიემართება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ამ მუხლთან სარჩელის დაშვების საკითხს. რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას, ამაზე ორ მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი დაფიქსირებული - ესენი არიან თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე. კიდევე რთი მოსამართლე, რომელიც ამ პროცესს არ ესწრებოდა, ეს რის ირინა იმერლიშვილი, რომელიც უბრალოდ არ ფიქგურირებს არც მხარდამჭერ და არც განსხვავებული აზრის მქონეებში, იმიტომ, რომ განხილვებში არ მონაწილეობდა. ეს ორი მოსამართლე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებებს მათი პოზიციით, დროებითი შეჩერების მექანიზმი უნდა გამოყენებულიყო ამ შემთვევაში", - განაცხადა გურო იმნაძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

 

მსგავსი სიახლეები