"ბავშვი იყო ნამტირალევი, ნანერვიულები, მასწავლებელმა გამლახაო" - მოსწავლის მამა
ცეკვის მასწავლების მიერ ნაცემი 12 წლის ბავშვის მამა ამბობს, რომ პედაგოგის მხრიდან "წამორტყმას" ადრეც ჰქონდა ადგილი, რის შესახებაც მშობელი მასწავლებელს ესაუბრა კიდეც და გააფრთხილა
რაც შეეხება მომხდარის, გოჩა მელაძე ამბობს, რომ ბავშვი ნამტირალევი და ნანერვიულები გამოიყვანა ბიცოლამ ცეკვიდან, რა დროსაც მოსწავლემ ბიცოლას უთხრა, რომ მასწავლებემა ცემა.
ბავშვის წამორტყმასთან დაკავშირებით, მე მქონდა საუბარი, მაგრამ, დავშორდით მშვიდობიანად. ლამაზად ავუხსენი, რომ დაუშვებელი ფორმა იყო და მანაც მითხრა, რომ არ განმეორდებოდა. ის, რაც თქვენ ახლა ნახეთ კადრებში, ვერც კი წარმოვიდგენდი... ჩემი ოჯახის წევრი, როდესაც ბავშვის გამოსაყვანად მივიდა, ბავშვი იყო ნატირები, სერიოზულად ნანერვიულები და ბიცოლას უთხრა, რომ მასწავლებელმა გამლახაო. იქვე დაუწყო საქმის გარჩევა და ბავშვს უყვიროდა და თვალებს უბრიალებდა, ვინ დაგარტყა ხელი, მე ხელი არ დამიკარებიაო.
ვიდეოკადრები, რომელიც დარბაზშია გადაღებული, ჩანს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდება. მომხდარის გამო პედაგოგს ბრალდება წარედგინა, თუმცა ის სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ცეკვის მასწავლებელი მერაბ დოლიძე ადასტურებს, რომ 12 წლის მოზარდი ცემა, თუმცა თავის მართლების რეჟიმშია. ძალადობაში ბრლდებული პედაგოგი ირწმუნება, რომ ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
სკოლამ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეკვის მასწავლებელი გაათავისუფლა.