"ტვ პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" მარეგულირებელმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო

09.10.24 15:34
"ტვ პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" მარეგულირებელმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო

"ტვ პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" მარეგულირებელმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

ახლა, უახლოეს დღეებში ჩიანიშნება სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხზე იმსჯელებს. 

 საქმე "ოცნების" საჩივარს ეხება, რომლითაც ხელისუფლება "ტვ პირველს", "ფორმულას" და "მთავარს" აიძულებს, ეთერში გაუშვან რუსული პროპაგანდისტული, მანიპულაციური და არაეთიკური ვიდეო რგოლი, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები და კადრებია გამოყენებული.

"ოცნების" ბანერებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, "სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" უწოდა.

"ტვ-პირველმა" "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.

მსგავსი სიახლეები