გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

18.03.21 17:28
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

გოგი წულაის ბრალი დაუმძიმდა. „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილ ლიდერს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას ედავება. დანაშაული 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ამბობს, რომ გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს და ფაქტს ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს. უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ დაკავებულს ალკოტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი მის საქმეში არ დევს. 

სასჯელი ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე. თავდაპირველადს აღძრული იყო საქმე 126 მუხლის პირველი ნაწილით. შეცვლილია კვალიფიკაცია და დამძიმებულია მუხლი, რომელსაც არ დაეთანხმა, რა თქმა უნდა, ბრალდებული არც ხელი მოუწერა ოქმზე. რაც შეეხება ბრალდების შინაარს და კვალიფიკაციას, მე როგორც ადვოკატი ვთვლი, რომ აბსოლუტურად არა თუ უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც გადმომეცა პირადად, არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქმის მასალებიდან ამოღებულია გოგი წულაიას ალკოჰოლური შემწმების ტესტის პასუხი. არსბებობს დადგენილება ალკოჰოლურ ექსპერტიზაზე, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რმ სად წავიდა პასუხი, გვითხრეს, რომ გაფუჭდა და ამიტომ აღარ ჩავდეთ საქმეში. თავად წულაია თვლის, რომ ეს არის მოწყობილი პროვოკაცია. ხელისუფლებას უნდოდა მისი დაჭერა და გამონახა ისეთი საშუალება და ისეთი ხერხი, რომლითაც მოახდინა ბრალდების ფაბრიკაცია, -ამბობს ადვოკატი. 
 

მსგავსი სიახლეები