პირველი ფოტოები ზურაბ ზვიადაურის პროცესიდან

17.08.21 21:28
პირველი ფოტოები ზურაბ ზვიადაურის პროცესიდან

თელავის სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაიწყო. 

 ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, დაკავებულს თავდებში ჩაუდგნენ. სასამართლოზე მივიდა ლაშა ბექაური თუმცა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ჩაუდგება თუ არა თავდებში მკვლელობაში ბრალდებულს. 

ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა.

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი. 

მსგავსი სიახლეები