საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ყვარელში - “პირველებისთვის“ ახალი ფაქტები ხდება ცნობილი

14.10.24 13:40
საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ყვარელში - “პირველებისთვის“ ახალი ფაქტები ხდება ცნობილი

ახალი ფაქტები საჯარო მოხელებზე ზეწოლის შესახებ - “პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ყვარელში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებს აიძულებენ მმართველ პარტიას დაუჭირონ მხარი და ასევე, მათმა ოჯახის წევრებმა უარი თქვან საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობაზე, რომელსაც არასამთავრობოები, საგანგებოდ, რეგიონების მოსახლეობისთვის აკეთებენ.

ევროატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა გურინი აცხადებს, რომ “ოცნებას“ ყვარელში რეპრესიები აქვს დაწყებული, რომლის მსხვერპლნიც, საჯარო მოხელეებთან ერთად, ადგილობრივებიც არიან.

გურინი „პირველებს“ უებნება, რომ აპირებს, სულ მალე გაასაჯაროვოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს და ის საჯარო მოხელეებს მოუწოდებს კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.

ჩვენი პროგრამის მონაწილეებზე ზეწოლის და შანტაჟის, მათ შორის მუქარის გზით, ცდილობენ აღარჩაერთონ პროგრამებში და გამოგვაცალონ მოხალისეები და მონაწილეები. ეს ბევრად უფრო საგანგაშო სახეს იღებს მოახლოებული არჩევნების წინ, რადგან ფაქტია, მმართველ პარტიაში არ აწყობთ ასეთი თავისუფალი სივრცეების არსებობა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საუბრობენ სამართლიანი არჩევნების შესახებ, მოუწოდებენ ხმის მიცემისკენ, მათთვის სასურველი კანდიდატისთვის. ჩვენ ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებთ, დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და გააგრძელონ მათი მოვალეობის შესრულება. არავის პირადი საქმე არ არის, რომელი მოქალაქე, რა პროექტებში იღებს მონაწილეობას და სოცქსელში ვინ რას აკომენტარებს და იწონებს.

ამის შემდეგ, ყველა იმ პირის შესახებ გავასაჯაროვებთ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურთან“, - განაცხადა გურინმა.

შეგასხენებთ, რომ სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.   

მსგავსი სიახლეები