მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება

15.10.24 17:49
მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება. მარშის ორგანიტორები საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს, რათა მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს და გაიგოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

მოვუწოდებთ ყველას, აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებისა და პოზიციისა, მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს ამ მარშში. მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს, მოქალაქეები არიან მზად, რომ ამისთვის იბრძოლონ და ღიად გამოხატონ ეს მოსაზრება.

ჩვენ უნდა ვანახოთ, მათ შორის ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, რომ ეს არის საქართველოს ყველაზე სწორი განვითარების გზა - ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

“საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას თქმით, ამ შეკრებით კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს გახსენება, რომ ევროკავშირის საქართველოს ისტორიულია რჩევანია.

ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნები და მხოლოდ პარტიებს შორის არჩევნები და რეალურად მართლა რეფერენდუმია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. გვინდა საზეიმო იყოს ეს მარში,კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს გახსენება, რომ ევროკავშირის საქართველოს ისტორიული არჩევანია“, - ამბობს პატარაია.

ევროპულ მარშს უერთდებიან ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.  

ჩვენ ქოცებს ვეუბნებით, რომ მათი არ გვეშინია და ბევრნი ვართ. ხოლო ევროპელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და მზად ვართ ევროპის წევრები ვიყოთ “,- აცხადებს მხატვარი, გია ბუღაძე.

მარშს ვუერთდები, მგონია, რომ რაც უფრო მეტჯერ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობა თავის არჩევანს ევროპული სამყაროსკენ, მით უკეთესი იქნება. ამიტომ მიმაჩნია, რომ 20 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს სანდრო ცნობილაძე.

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" - ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება. მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, დანიშნულების წერტილი კი თავისუფლების მოედანია.

  • რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
  • გმირთა მოედანი – 17:00სთ
  • 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
  • მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
  • ამაღლების ქუჩა - 17 სთ.