ვაქცინაციის ყველაზე მძიმე გვერდითი მოქმედება შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს - ამირან გამყრელიძე

18.03.21 17:37
ვაქცინაციის ყველაზე მძიმე გვერდითი მოქმედება შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინას გვერდითი მოვლენები ახასიათებს მისი ზემოქმედებისგან არავინაა დაზღვეული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალციხეში ჩასული არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების წევრები და ფაქტს იკვლევენ.

ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან, არსებობს მსუბუქი და მძიმე ხასიათის გვერდითი მოქმედებები, ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება არის ანაფილაქციური რეაქცია,  რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20, 30  წუთში, თუმცა, შეიძლება, მოგვიანებითაც. ანაფილაქციური რეაქცია შესაძლოა, სიკვდილითაც დამთავრდეს - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის მედიკოსს, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, აქამდე რამე წამალზე ალერგია არ ჰქონია. ის ამჟამად კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. 

27 წლის ექთანი ახალციხეში მდებარე ,,იმედის" კლინიკაში დღეს ასტრა ზენეკას ვაქცინით დღეს აიცრა. აცრიდან ნახევარ საათში მისი მდგომარეობა დამზიმდა. მედიკოსი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.