ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომა იწყება

18.03.21 19:13
ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომა იწყება

ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და  მედიკოსები  უკვე იკრიბებიან. საბჭოს დაწყებამდე  გამყრელიძეს  ჟურნალისტებმა კითხვა  ვაქცინა ასტრა ზენეკას ვარგისიანობის ირგვლივ დაუსვეს, რაზეც მან კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ განმარტებები საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთდება. საბჭოს სხდომაზე მოვიდა იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

საბჭოზე უნდა იმსჯელონ, შეაჩერებენ თუ არა ასტრა ზენეკას გამოყენებას. 

27 წლის მეგი ბაქრაძეს მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსს დღეს ახალციხეში ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრეს. აცრიდან ნახევარ საათში ექთანი კომაში ჩავარდა და ის ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე გადაიყვანეს. ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ამ ფაქტის შესწავლისას ბევრი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ, იყო თუ არა ვარგისიანი პრეპარატი, დაირღვა თუ არა მისი ინექციისას უსაფრთხოების წესები და ასე შემდეგ.