მარში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას რეფერენდუმის წინ - რატი ამაღლობელი
დღევანდელი მარში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას რეფერენდუმის წინ - რატი ამაღლობელი დღეს იმ უამრავ ადამიანთან ერთად იდგება დედაქალაქის მთავრ გამზირზე, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი სურს.
მწერალის თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობა დაანახებს მთელს საქართველოს და მსოფლიოს ნებას, საქართველოს სურს იყოს ევროკავშირში ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად .
''ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ მარშს, სადაც გამოხატავს 20 ოქტომბერს თავის დამოკიდებულებას, ზეპარტიულ დამოკიდებულებას ცივილიზაციურ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხმა ეკუთვნის საქართველოს ევროკავშირში, ამიტომ ეს არჩევნებიც ასეთია და ეს მარშიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რეფერენდუმის წინ. ჩვენ დავინახავთ ერთმანეთს, ერთმანეთში დავინახავთ საერთო ნებას, რომ საქართველოს სურს იყოს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ევროკავშირში", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.