დღეს არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა, ყველანი უნდა მივიდეთ - ვანიკო თარხნიშვილი
მსახიობი და ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" სოლისტი ვანიკო თარხნიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მარში არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომაც ხალხს მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გავიდეს.
დღეს უნდა გამოვიდეთ, ერთმანეთი დავინახოთ, ხალხს ვაჩვენოთ ვინ ვართ, რამდენი ვართ და როგორ ვართ - ამბობს მსახიობი და მომღერალი.
გზავნილი იქნება, რომ ჩვენ ქართველებს გვინდა ევროპისაკენ სვლა და ამის დასადასტურებლად უნდა გამოვიდეთ დღეს ყველანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვისაც ეს გზა გვინდა და ვისაც გვინდა, რომ სამართლიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება, შევცვალოთ ის გეზი საითკენაც ამათ მივყავართ, ამისთვის დღეს ყველა უნდა გამოვიდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს არანაკლებ არჩევნებზე, რომ ყველანი უნდა მივიდეთ ამას წყალი არ გაუვა, დღეს უნდა გამოვიდეთ, ერთმანეთი დავინახოთ, ხალხს ვაჩვენოთ ვინ ვართ, რამდენი ვართ და როგორ ვართ", - ამბობს ვანიკო თარხნიშვილი.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.