მარი ნაკანი: პარიზიდან ადრე ჩამოვედი, ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან სპეციალურად ამ მარშისთვის და არჩევნებისთვის

20.10.24 15:14
მარი ნაკანი: პარიზიდან ადრე ჩამოვედი, ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან სპეციალურად ამ მარშისთვის და არჩევნებისთვის

სპეციალურად დღევანდელი მარშისთვის და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან. ფოტოგრაფი მარი ნაკანი "პირველებთან" ამბობს, რომ პარიზიდან ადრე სწორედ ამიტომ დაბრუნდა, მისი მეგობრები კი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ.

"პარიზიდან სპეციალურად ჩამოვედი უფრო ადრე, იმიტომ რომ არჩევნებზე წავიდე და გუშინ შემხვდა ჩემი მეგობარი და მითხრა, რომ ისიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან სპეციალურად და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩამოვიდა სპეციალურად მარშისთვის და მერე არჩევნებისთვის. გავამხნევებთ ერთმანეთს, მივულოცავთ, აზრებს გავცვლით და გამოვაცხადებთ მობილიზაციას ძალიან მშვიდობიანად", - ამბობს მარი ნაკანი. 

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.  თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.