არჩევანი ძალიან მარტივია, ან მივდივართ ევროპისკენ ან ვხდებით ჩაკეტილი, ავტოკრატიული ქვეყანა - ირაკლი ჩხიკვაძე
ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ აუცილებელია სულ ყველა გამოვიდეთ მარშზე - ამის შესახებ მსახიობი, ირაკლი ჩხიკვაძე "პირველებთან" საუბრობს.
ჩხიკვაძის თქმით, ახლა არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - ან მივდივართ ევროპისკენ ან ვხდებით ჩაკეტილი ავტოკრატიული ქვეყანა.
მსახიობი ამბობს, რომ ყველას, ვისაც ევროპაში უნდა და ვისაც 30 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნება არ სურს, ქუჩაში უნდა გამოვიდეს და მისი ხმა მთელს მსოფლიოს გააგონოს.
''მგონია, რომ ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ აუცილებელია სულ ყველა გამოვიდეთ მარშზე, ვინც ვფიქრობთ, რომ ევროპისკენ უნდა წავიდეთ. არჩევანი ძალიან მარტივია, ან მივდივართ ევროპისკენ ან ვხდებით ჩაკეტილი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ გვჭირდება, რომ ვიყოთ და მაგისთვის ვიბრძვით ამდენი ხანი, რომ თავისუფალი ქვეყანა იყოს, ხალხი ცხოვრობდეს სიმშვიდეში, სილაღეში და დაფასებული იყოს ადამიანის შრომა და იმ საშინელებაში არ გვინდა მიბრუნება, საიდანაც რამდენი ხანია წამოვედით, უკვე 30 წელია. 30 წლის მერე კიდევ, რომ გვეუბნებიან რომ უნდა დავბრუნდეთ, ეს არ გვინდა, ამიტომ მგონია რომ ეს მარში არის უმნიშვნელოვანესი, მე ვიქნები იქ აუცილებლად და მოვიწოდებ ყველას, ვინც თვლით, რომ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება და ნორმალური პროცესი, რომ უნდა შეიცვალოს", - ამბობს ირაკლი ჩხიკვაძე.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთლს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.