"არქიფო ივანიშვილმა გაჭირვება მოიტანა, ქარხნებიც ვერსად ვიპოვეთ" - ევროპულ მარშს გორიდანაც უერთდებიან

20.10.24 15:33
"არქიფო ივანიშვილმა გაჭირვება მოიტანა, ქარხნებიც ვერსად ვიპოვეთ" - ევროპულ მარშს გორიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ მარშს მოქალაქეები გორიდანაც უერთდებიან - დედაქალაქში ის ადამიანები მოდიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო საფრთხეშია.

საზოგადოებამ შეკრება გორის ცენტრში ნახევარი საათის წინ დაიწყო და ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. თბილისში ნაწილი მიკროავტობუსებით, ზოგი კი საკუთარი ავტომობილებით მიდის. 

როგორც მოქალაქეები "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებენ, "არქიფო ივანიშვილს" გაჭირვებისა და უბედურების გარდა, ქვეყნისთვის სხვა არაფერი მოუტანია. 

არქიფო ივანიშვილმა მოიტანა გაჭირვება, უბედურება, ვერც ქარხანა ვიპოვეთ ვერსად. ქარხნები რაც იყო დაიკეტა, ჩემი სამეგობროდან ბევრმა მინი ცეხები დაკეტეს, დააჯარიმეს, გააუბედურეს ხალხი, უბრალო თონეები დააჯარიმეს, რადგან მათი მომხრე არ იყო", - ამბობს მოქალაქე.

ევროპულ მარშში მონაწილეობას ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის რეჟიმის მიერ გამოძევებული დევნილებიც მიიღებენ. 

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ევროპული მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.  თბილისი ევროპის დედალაქი დღეს კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მთელს ქალაქში მსვლელობა ზუსტად 17:00 საათზე, 5 ლოკაციიდან დაიწყება. საბოლოო გაჩერება თავისუფლების მოედანია, სადაც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამოსულ ადამიანებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. სიტყვით გამოსვლების გარდა, დაგეგმილია აქცია-კონცერტიც.