კახეთში შვილი დედის სიკვდილს მალავდა და ცხედართან ერთად ცხოვრობდა

19.03.21 11:14
კახეთში შვილი დედის სიკვდილს მალავდა და ცხედართან ერთად ცხოვრობდა

გამაოგნებელი ამბავი კახეთიდან - ველისციხეში  შვილი დედის ცხედარს საძინებელში მალავდა და მშობლის სიკვდილის შესახებ არავის ეუბნებოდა. ამ ამბის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პენსიონერი ქალის მონაცემების გადასამოწმებლად ადგილზე სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნის წინ გარდაიცვალა ასაკოვანი ქალი. ადგილობრივები ამბობენ,  რომ ის დაახლოებით ორი თვის გარდაცვლილია, თუმცა ოჯახის წევრების ვარაუდით, სიკვდილი ორი კვირის წინ დადგა. 

82 წლის ქალის შვილები ამბობენ, რომ დედა სახლის მეორე სართულზე კიდევ ერთ შვილთან ერთად იზოლირებულად ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, დედასთან ერთად მცხოვრებ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. 

სოცუზრუნველყოფიდან რომ დამირეკოს, უნდა შევამოწმოთო, მობრძანდით -მეთქი და რომ შემოვიდნენ, ჩემი და ჩამოვიდა კიბიდან და აღარ არის ქალიო. მაშინ გავიგე.  გაძვალტყავებული ქალი იყო და არაფერი სუნი არ შემიმჩნევია. მე მაღლა არ ავდიოდი, არ შემეძლო, - ყვება გარდაცვლილის შვილი. 
 

82 წლის ქალის ცხედარი ექსპერტზისი ბიუროდან უკვე გადმოსვენეს. 
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.