“ოცნების“ საქმე მორჩენილია, აკაკი ხორავა რომ გააცოცხლონ, ისიც ვეღარ უშველით - კახა გოგიძე

22.10.24 17:39
“ოცნების“  საქმე მორჩენილია, აკაკი ხორავა რომ გააცოცხლონ, ისიც ვეღარ უშველით - კახა გოგიძე

მსახიობი, კახა გოგიძე “ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თავი დაანებონ სააარჩევნო კლიპში სპორტსმენების და სხვა, ხალხისთვის საყვარელი ადამიანების გამოყენებას, რადგან, მისი თქმით, ამით შეურაცხყოფას თავად ამ ადამიანებს აყენებენ.

გოგიძის თქმით, “ოცნების“ საქმე მორჩენილია და აკაკი ხორავა რომ გააცოცხლონ, ისიც ვეღარ უშველის.

ქოცებო, ეს თქვენ ნამდვილად არ გიშველით, მე პირიქით, ვეტყოდი, მოდი, დაანებონ რა ამ ხალხისთვის საყვარელ ადამიანებს თავი, მათაც ნუ შეუბღალავენ რეპუტაციას და ნუ აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ხალხს მაინც უყვარს ეს ადამიანები და არავითარ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ არ განეწყობიან. ტყუილად შეურაცხყოფას აყენებთ ყველას, ვისაც ეუბნებით, რომ მოდი გვერდში დაგვიდექი, იქნებ რაღაცნაირად გადარჩნენ. არა, მორჩენილია, ცვლილება უნდა მოხდეს და მოხდება კიდევაც, ვისაც არ უნდა დაუძახონ, აკაკი ხორავა რომ გააცოცხლონ, ისიც ვეღარ უშველის ამათ საქმეს, “,- განაცხადა გოგიძემ.

ეროვნული ნაკრების  უარი “ქართულ ოცნებას“ - "ტვ პირველის " ინფორმაციით, საარჩევნო კლიპში მონაწილეობა მმართველმა გუნდმა ყველა ფეხბურთელს სთხოვა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

არაოფიციალური ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკებებში ფედერაცია და პირადად ლევან კობიაშვილი იყო ჩართული - თუმცა უშედეგოდ.

საბოლოოდ,  „ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობაზე თანხმობა მხოლოდ ოთხი  ფეხბურთელისგან მიიღო.