გველესიანი იქნებოდა თუ ლეო მესი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს - სანდრო ცნობილაძე
“წესით დადებითი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინასაარჩევნო კლიპში გამოჩენამ“, - ამის შესახებ სპროტულმა ჟურნალისტმა, სანდრო ცნობილაძემ განაცხადა.
ცნობილაძის თქმით, გველესიანი იქნებოდა თუ ლეო მესი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
გველესიანი იქნებოდა თუ ლეო მესი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნებას“ იმდენი ცუდი რამე აქვს გაკეთებული, მარტო ეს წინასაარჩევნო პერიოდიც რომ ავიღოთ, და მის ხელმძღვანელს ისეთი ცუდი რაღაცები აქვს ნათქვამი, წესით დადებითი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინასაარჩევნო კლიპში გამოჩენამ“, - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
ეროვნული ნაკრების უარი “ქართულ ოცნებას“ - "ტვ პირველის " ინფორმაციით, საარჩევნო კლიპში მონაწილეობა მმართველმა გუნდმა ყველა ფეხბურთელს სთხოვა, თუმცა მათგან უარი მიიღო.
არაოფიციალური ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკებებში ფედერაცია და პირადად ლევან კობიაშვილი იყო ჩართული - თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, „ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობაზე თანხმობა მხოლოდ ოთხი ფეხბურთელისგან მიიღო.