27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

19.03.21 11:40
27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

27 წლის ექთნის  მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, მეგი ბაქრაძე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, იმყოფება და მკურნალი ექიმები ჯერ დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. დღეს დილით ოჯახის წევრებს მეგი ბაქრაძის მკურნალი ექიმი, ლევან რატიანი, შეხვდა. რატიანმა მათ უთხრა, რომ მძიმეა პაციენტის მდგომარეობა და გართულება ყოველ წამს შესაძლებელია. , ექიმებმა ოჯახის წევრებს არ მისცეს უფლება, ენახათ პაციენტი, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა და ექიმები ამისთვის ამზადებენ.

 მედიკოსებმა ჯერ არ იციან მწვავე რეაქციის ზუსტი დიაგნოზი, რადგან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ფორმა 100 ახალციხიდან ჯერ არ მიუღიათ. მეგი ბაქრაძე ასტრარეზენაკას ვაქცინაციის შემდეგ,  30 წუთში კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. დილიდან ახალიციხის კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. სამართალდამცველები და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ, იყო თუ  არა დაცული ვაქცინაციის ყველა პროცედურა და მოახდინეს თუ არა ექიმებმა სწრაფი რეაგირება ექთნის კომაში ჩავარდნის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა წუთებსაც აქვს. თუ ჟანგბადის მიწოდება დროულად არ ხდება პროცესს სავალალო შედეგამდე მივყავართ. ახლა უნდა დადგინდეს, გაკეთდა თუ არა ყველაფერი სწორად ექთნის შოკიდან გამოსაყვანად კლინიკაში. მედიკოსები გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. 

 

მსგავსი სიახლეები