"ღლავი უნდა დავიჭიროთ", "კარტის სათამაშოდ ჩამოვედით", "მომენატრეთ" - ოლიგარქის მოსასმენად ჩამოყვანილი მოქალაქეების უხერხულობა

23.10.24 18:06
"ღლავი უნდა დავიჭიროთ", "კარტის სათამაშოდ ჩამოვედით", "მომენატრეთ" - ოლიგარქის მოსასმენად ჩამოყვანილი მოქალაქეების უხერხულობა

საჯარო მოხელეების შეკრება დედაქალაქის ცენტრში - "ქართული ოცნების" მიერ რეგიონებიდან ჩამოყვანილი მოქალაქეების ნაწილი თბილისშია.

დედაქალაქის ცენტრი სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაქირავებული მიკროავტობუსებით არის სავსე. რეგიონ-რეგიონ შეგროვებული ხალხი "ტვ პირველის" კითხვებს გაურბის, ვინც კამერების წინ ჩერდება, ამტკიცებს, რომ ქორწილში მოვიდა, ნაწილი კარტის სათამაშოდ, ქობულეიდან ჩამოვიდა,  რესპონდენტების ნაწილი კი მტკვარზე თევზაობას "აპირებს".

ქორწილში ვართ, ღლავი უნდა დავიჭიროთ. 

მომენატრეთ და მაგიტომ მოვედი. 

ქობულეთიდან კარტის სათამაშოდ ჩამოვედი.

ტრაბზონიდან ჩამოვედი, საქმეს სჭირდებოდა", - ამბობენ თბილისში ჩამოყვანილები. 

"პირველებმა" ჩაწერა ისეთებიც, ვინც სახეს მალავს, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ ივანიშვილის აქციაზე ჩამოყვანა უხერხულობას უქმნის. 

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნება" შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში მართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ხალხს მიმართავს. 

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია.  თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი სრულად გადაკეტილია. 

მმართველ პარტიას ხალხი და მათ შორის საჯარო მოხელეები რეგიონებიდანაც მოჰყავს. კოლენების ნაწილი გზაშია, ნაწილმა კი რესბუბლიკის მოედანი დაიკავა.