"პირველების" ინფორმაციით, ჩხრეკაა ვაკეშიც - Concentrix-ის ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა
"პირველების" ინფორმაციით, ჩხრეკაა ვაკეშიც - საბროკერო კომპანია Concentrix-ის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
კომპანიის თანამშრომლებმა არ იციან, თუ რას ეძებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები Concentrix-ის ოფისში. დასაქმებულებს უთხრეს, რომ დღეს ოფისში ვერ შევლენ და მუშაობას ვერ შეძლებენ.
როგორც კონცეტრიქსის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მომსახურებას უწებს ხარისხის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიების საკითხში.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პარალელურად ჩხრეკაა, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილისდა მისი ცოლის, სოფო გელავას სახლში.