სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს 60 000 000 აშშ დოლარი, 16 ოქტომბერს 64 900 000 აშშ დოლარი, ხოლო 8 ოქტომბერს 48 500 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ჯამურად კი, მხოლოდ ოქტომბრის თვეში სებ-მა 213 400 000 მილიონი გაყიდა.