ასეთი საბჭოთა დროსაც არ მომხდარა, ჯერ დაიჭერენ და მერე ეძებენ მტკიცებულებებს - გოგი წულაის ადვოკატი

19.03.21 12:02
ასეთი საბჭოთა დროსაც არ მომხდარა, ჯერ დაიჭერენ და მერე ეძებენ მტკიცებულებებს - გოგი წულაის ადვოკატი

დატოვებს თუ არა მოსამართლე გოგი წულაის პატიმრობაში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. პროცესი ამ წუთებში იმართება. პროკურატურამ ,,თავისუფალი საქართველოს" ყოფილ ლიდერს ბრალი გუშინ დაუმძიმა და მას ახლა სექსუალური ძალადობის მსგავსს შემთხვევას ედავებიან. საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მისი მეგობარი ქალის ჩვენებაა. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ავდოკატი კი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. გოგი წულაისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მოსამართლე ზვიად შარაძე მსჯელობს. წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა.

პროკურატურას არც ერთი დასკვნა არ წარმოუდგენია, რაც ბრალდებას გაამყარებდა. ეს საბჭოთა დროსაც არ მომხდარა, ჯერ დაიჭერდნენ და მერე ეძებდნენ მტკიცებულებებს. პროკურატურა ამბობს, რომ წულაიამ ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ალკოტესტის პასუხი, რაც ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამი არ იყო, პროკურატურამ კი ეს ცნობა საქმეში არ ჩადო. ეს ჩვენს ეჭვებს აძლიერებს. საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. გარდა ამისა, დაზარალებულმა ჩვენება სამჯერ შეცვალა. - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

პროკურატურა აღნიშნავს რომ მას საკმარისი მტკიცებულება აქვს, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებაც, რაც ამყარებს ბრალდებას. გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 3 დღის წინ დააკავეს, მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება