ხურვალეთში დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

19.03.21 12:11
ხურვალეთში დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

ხურვალეთის მკვიდრი, დათა ვანიშვილი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები ეზოში გაუბეს და ოკუპირებულ ნაწილში მოაქციეს, დღეს გარდაიცვალა. წლების განმავლობაში ვანიშვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა სიმბოლოდ იქცა, როდესაც მოხუცს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევდნენ. მავთულახთების აბლაბუდაში მოქცეული საქართველოს მოქალაქის სანახავად ქვეყნაში ჩამოსული თითქმის ყველა დასავლელი პარტნიორი ჩადიოდა. ამ ერთი ადამინის ისტორია ყველასთვის იყო ნათელი მაგალითი, როგორ შეუილია რუსულ ოკუპაციას, ადამიანები გაანდგუროს და მიწასთან გასაწოროს.