სპეცოპერაცია პანკისში - ვინ არიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები
"ტვ პირველმა" პანკისის ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ვინაობა დაადგინა.
"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სუს-ის თანამშრომლებმა ქორეთში სამი პირი: რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი და რამაზ მარგოშვილი დააკავეს.
სამართალდამცავებმა დუისში აიყვანეს მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი.
დაკავებულები ამ წუთებში კახეთიდან თბილისში ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
"პირველების" ინფომრაციით, სუს-ის თანამშრომლები ახალგაზრდების სატელეფონო საუბრებს რამდენიმე თვის განმავლობაში ისმენდნენ და სავარაუდო დანაშაულის კვალზეც ასე გავიდნენ.
დუისსა და ქორეთში, 5 სახლში, სპეცდანიშნულების რაზმი გამთენიისას 7 საათზე შევიდა.
დაკავებულებს ტერორიზმთან კავშირს ედავებიან, რაც მათი მშობლების აზრით, სასაცილო ბრალდებაა.