ფარულობის დარღვევის საქმეებზე ჩანიშნული პროცესები თბილისსა და რეგიონებში გადაიდო - გაერთიანდა სარჩელები
მოსამართლე ხუჭუას უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლომ ფარულობის დარღვევის საქმეებზე ჩანიშნული პროცესები თბილისსა და რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით გადადო, აგრეთვე გაერთიანდა სარჩელები.
დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გაუქმების შესახებ "სამართლიან არჩევნებს" პროცესამდე რამდენიმე წუთის ადრე უთხრეს. სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში ბიულეტენების ბათილობა-ნამდვილობის საკითხზე.
შესაძლებელია, საკითხობრივად ერთნაირი სარჩელები გაერთიანდეს, როგორც ახლა მოხდა, თუმცა რა შინაარსით მოხდა და რა მოტივით, არ ვიცი. ჩვენი მოთხოვნა იყო კონკრეტული უბნების გადათვლა. მაშინ როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვალა და არსებითად ბათილი ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილ ბიულეტენებად, შესაბამისად მიიჩნია კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ხმებად, დარღვეული იყო მთლიანად გადათვლის პროცედურაც და მათ შორის წესიც", - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი.
სასამართლოს მიერ გადადებულმა სხდომებმა არასამთავრობოების წარმომადგგელებს გაუჩინა ეჭვები, რომ მას შემდეგ რაც თეთრიწყაროს მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი შეშინდა და ახლა ცდილობს, რომ საქმეები გააერთიანოს და მათი განხილვა სხვადასხვა მოსამართლეს არ დაეწეროს.
მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროცესი ტარდებოდა. მოვიდა სასამართლოში და აქ აღმოაჩინა, რომ სასაამრთლო სხდომა არ ტარდება, რადგან საქმე გაერთიანდა სხვა მსგავს საკითხებთან ერთად. სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეეძლო, რომ უფრო ადრე ეთქვა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ დააონსებულმა აქციამ, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა, საბოლოო ჯამში იქონია გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამ საქმეებს იხილავს გვრიტიშვილი, იხილავდა ასევე თამარ ონიანი, რომლებიც არიან ჯგუფთან ძალიან დაკავშირებული და თვითონაც წარმოადგენენ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, თუკი საქმეები განაწილდებოდა სხვადასხვა შემადგენლობაში, ბუნებრივია, ალბათობა მატულობს, რომ შესაძლოა, ეს საქმე განიხილოს ვინმე გავლენის მიღმა მოსამართლემ და ამ შემთვევაში შესაძლებლობა ჩნდებოდა, რომ ხუჭუას გადაწყვეტილება, იგივე მაგალიტად გორის შემთხვევაც დარჩენილიყო ძალაში. ეს შესაძლებლობა რომ მოისპოს და სააპელაციომ მინიმუმადე დაიყვანოს რისკები, როგორც ჩანს, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ნაწი ჯანეზაშვილი.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.
ასევე ნახეთ: