გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

04.11.24 23:26
გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლომ სამართლიანი არჩევების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა გამოაცხადა. 

ISFED-ის იურისტის, რატი თინიკაშვილის თქმით, სასამართლომ სარჩელის მეორე ნაწილი არ დააკმაყოფილა, რაც დარღვევის გამო კომისიების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობდა. 

რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები