მეტი კვალიფიციური ინფორმაციაა საჭირო - სპეციალისტები 27 წლის მედიკოსის გარდაცვალების მიზეზებზე

19.03.21 13:34
მეტი კვალიფიციური ინფორმაციაა საჭირო  - სპეციალისტები 27 წლის მედიკოსის გარდაცვალების მიზეზებზე

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ანაფილაქსიურ შოკს დროული რეაგირების შემთხვევაში სიკვდილი გამოიწვიოს, სპეციალისტები გადაჭრით ვერ პასუხობენ. ექიმ-რიანიმატოლოგის, ვახტანგ კალოიანის განმარტებით, ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენაა, რომელიც შეიძლება ვაქცინაციამ გამოიწვიოს. მისი თქმით ანაფილაქსიური შოკი ლეტალ;ურად რამდენიმე შემტხვევაშ სრულდება, მათ შორის, მეორადი დაავადებების დროს. კალოინი ამნბობს, რომ  ამ რეაქციის განსავითარებელი არ არის პაციენტს ალერგიული ანამნეზი ჰქონდეს.  

ეს ტრაგიკული შემთხვევა, ანაფილაქსია, მძიმე გართულებაა ვაქცინაციის. ის ლეტალური შედეგით სრულდება რამდენიმე შემთხევავში, მათ შორის, როცა გვაქვს მეორადი გართულებები.  მეტი კვალიფიციური ინფორმაციაა საჭირო იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ. წინასწარი მონაცემებით რაც გვაქვს, ეს იყო ანაფილაქსიური შოკი და მართვაში დიდი ხარვეზები არ ყოფილა. სამწუხაროდ, ალერგიული ანამნეზი არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი. ეს არის მთელი სირთულე ამ დაავადების. დანარჩენ ტექნიკურ დეტალებზე აუცილებლად უნდა იყოს პროფესიულოი გამოძება, - განაცხადა კალოიანმა. 

ექსპერტი გიორგი ჩალაძეს მომხდართან დაკავშვირებით ბევრი შეკითხვა აქვს, მათ შორის, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი. ჩალაძეა ასევე,  ამბობს, რომ თუ 27 წლის მედიკოსს, რომელიც ვაქცინაციი შედეგად დაიღუპა, კოვიდი ჰქონდა გადატანილი, მისი აცრა არ შეიძლებოდა. 

ბევრი კითხვაა. თუ სწორად იყო მართული შოკური თერაპია, თუ სწორად იყო მართული ალერგიული პროცესი, თი სწორად იყო მართული ყვეკლაფერი და მე გუშინ ჩემი თვალით შევამოწმე, ამ კლინიკაშ იყო ყველაფერი ზედმიწევნით მაღალ დონეზე შესრულებული რჩება ერთი, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, ან ხომ არ იყო სხვა რაიმე. ეს სხვა რაიმე შეიძლება იყოს როგორც გადატანილი კოვიდი, ასევე, რაიმე თანმდევი დაავადება. ამ ქალბატონს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, ამიტომ ახლა გასარკვევია სასწრაფოდ, ხომ არ ჰქონდა ამ ქალბატონს გადატანილი კოვიდი და სისხლში ხომ არ აღენიშნება ანტისხეულები, - განაცხადა ჩალაძემ.
 

 27 წლის მედიკოსი, რომელიც გუშინ ახალციხის "იმედის" კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, ასტრა-ზენეკათი აიცრა, დღეს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა ვაქცინაციიდან 30 წუთში დამძიმდა. 

მსგავსი სიახლეები