თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება - იურისტები ამბობენ, რომ “ჩინჩალაძე- მურუსიძეს ხელის საჯაროდ დასვრა მოუწევთ“

05.11.24 17:44
თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება - იურისტები ამბობენ, რომ “ჩინჩალაძე- მურუსიძეს ხელის საჯაროდ დასვრა მოუწევთ“

თეთრიწყაროს რაიონული მოსამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილება - იურისტები ამბობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გაუჭირდება საპირწონე არგუმენტის დადება, რადგან  მთელმა მსოფლიომ ნახა სასამართლო დარბაზიდან, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა  ირღვეოდა.

მათივე თქმით, ახლა ჩინჩალაძე- მურუსიძეს, რომლებმაც პირადადაც უნდა განიხილონ აღნიშნული საქმე, “უკვე მოუწევთ ხელის საჯაროდ დასვრა“.

ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელმაც საზოგადოებას დაუბრუნა იმის რწმენა, რომ შეიძლება სასამართლოში სამართლიანი მოსამართლე არსებობდეს, რომელიც საქმეს ობიექტურად განიხილავს. ჩვენ მათ ვუმტკიცებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა ყველგან ერთნაიარია, მაგალითად, თბილისში, ბიულეტენის უკან გამოჟონა მარკერის კვალმა, ეს მტკიცებულება რელევანტურია ქუთაისის სასამართლოსთვისაც და ყველასთვის. მაგრამ ამას არ აკეთებდნენ, სასამართლოები ცდილობდნენ მოეშორებინათ არგუმენტებით, თითქოს, არ არის მტკიცებულებები, რაც გაქცევა იყო არსებული მტკიცებულებებისგან და მათ არ სურდათ სარჩელი დაკმაყოფილება, რომელიც ძალიან იოლად დასადგენი იყო, სინამდვილეში“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ახლა კლანს, კლანის ლიდერებს, ჩინჩალაძე- მურუსიძეს, რომლებმაც პირადადაც უნდა განიხილონ ეს საქმე, უკვე მოუწევთ ხელის საჯაროდ დასვრა, ოღონდ ხელის საჯაროდ დასვრა არსებითად, იმ ნაწილში, რომ მათ თვითნებურად უნდა უარყონ ღია სხდომაზე, ყველასთვის დასანახად და დამაჯერებლად გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს იქნება კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობა და  თანამონაწილეობა არჩევნების მიტაცებაში. კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ სამოსამართლო კლანი არის ამ რეჟიმის ცენტრალური დასაყრდენი“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები