2003 წელს, სწორედ ერთი მოსამართლე აღმოჩნდა საკმარისი, რომ სისტემა ჩამონგრეულიყო - თინა ხიდაშელი

05.11.24 17:53
2003 წელს, სწორედ ერთი მოსამართლე აღმოჩნდა საკმარისი, რომ სისტემა ჩამონგრეულიყო - თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ერთ მოსამართლეს რეალურად ცვლილებების მოტანა შეუძლია. ხიდაშელი 2003 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც მოსამართლე ინგა თოდრიამ ბოლნისის მაჟორიტარული ოქმი გააუქმა და ლევან მამალაძეს მანდატი წაართვა.

მისი თქმით, სწორედ ის არგუმენტაცია, რაც თოდრიამ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, გახდა საფუძველი, საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარებულიყო.

2003 წელს, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მთელ საქართველოში,სხვადასხვა რაიონულ სასამართლოებში გვქონდა წაღებული სარჩელები. ერთი მოსამართლე- ინგა თოდრია აღმოჩნდა საკმარისი, რომ სისტემა ჩამონგრეულიყო. მან ჩაიდინა გმირობა- ბოლნისის მაჟორიტარული ოქმი გააუქმა, შევარდნაძის რკინის საყრდენ ლევან მამალაძეს- მანდატი წაართვა. ის არგუმენტაცია, რაც მან ჩაწერა გადაწყვეტილებაში, გახდა მიზეზი და საფუძველი, რომ არჩევნები გამოცხადდა უკანონოდ და ახალი არჩევნები ჩატარდა საქართველოში. 

სააპელაციაო სასამართლოს მოსამართლემ რა უნდა ქნას ახლა- უარი უნდა თქვას ექსპერიმენტის ჩატარებაზე და ისე გამოიტანოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ძალიან სასაცილოა. ჩაატაროს ექსპერიმენტი და მერე რა თქვას, მთელ საქართველოში, ყველა რომ ხედავდა ყველაფერს, ერთმა მოსამართლემ უნდა დაიბრმავოს თვალები და თქვას, რომ ეს არ მოხდა? ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, დღესვე გამოჩნდა როგორ შეეშინდა, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების“,- განაცხადა  ხიდაშელმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები